ეროვნული სასწავლო გეგმის სწავლა-სწავლების მიზნებია მოსწავლეს განუვითაროს შემდეგი გამჭოლი უნარები და ღირებულებები:
გადაჭრა
• პრობლემის ამოცნობა, აღწერა და გაანალიზება;
• პრობლემის გადაჭრის გზების ძიება, მათგან ყველაზე ეფექტურის შერჩევა.
კრიტიკული აზროვნება
• ფაქტების, წარმოდგენების, მოსაზრებების კრიტიკულად განხილვა და გაანალიზება;
• შეკითხვების ჩამოყალიბება და მათზე პასუხის ძიება;
• არგუმენტირებულად მსჯელობა, ანუ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება შესაფერისი არგუმენტების, მაგალითების მოყვანით;
• გონივრული არჩევანის გაკეთება და მისი დასაბუთება.
შემოქმედებითი აზროვნება
• ჩანაფიქრის შემოქმედებითად განხორციელება;
• ორიგინალური იდეების გამოვლენა და ხორცშესხმა; ახლის შექმნა;
• დასმული პრობლემების გადასაჭრელად არასტანდარტული გზების მოძიება;
• სწრაფვა გარემოს გარდაქმნა-გაუმჯობესებისკენ;
• გამოწვევების მიღება, სასკოლო საქმიანობაში გაბედული ნაბიჯების გადადგმა.
თანამშროლობა
• სამუშაოს თანასწორად განაწილება და შესრულება ჯგუფური/გუნდური მუშაობის დროს;
• მზაობა ჯგუფში/გუნდში სხვადასხვა ფუნქციის შესასრულებლად (მაგ., ლიდერის);
• განსხვავებული იდეების, შეხედულებების კონსტრუქციულად განხილვა;
• რესურსების, მოსაზრებების, ცოდნის გაზიარება პრობლემათა ერთობლივად გადაჭრის, გადაწყვეტილებათა ერთობლივად მიღების მიზნით.
კომუნიკაცია
• განცდილის, ნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა;
• ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
• სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;
• პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.
ეთიკა
• განცდილის, ნააზრევის მიტანა მსმენელამდე/მკითხველამდე, მათზე შთაბეჭდილების მოხდენა;
• ინფორმაციის გაზიარება საკომუნიკაციო სიტუაციის შესაბამისი ვერბალური და არავერბალური საშუალებების გამოყენებით;
• სხვისი მოსმენისა და გაგების უნარი;
• პიროვნული ღირსების გააზრებისა და დაფასების უნარი.
მეწარმეობა, ინიციატივების გამოვლენა და საქმედ ქცევა.
• სწავლა-სწავლების პროცესში ინტერესისა და ცნობისმოყვარეობის გამოვლენა;
• ახალი იდეების, მიდგომების, შესაძლებლობების ძიება და მათი განხორციელება სწავლის გაუმჯობესების მიზნით;
• მზაობა გამოწვევების მისაღებად, გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად.
დროსა და სივრცეში ორიენტირება
• თანამედროვე რეალობის სივრცულ-დროით ჭრილში გააზრება და ინტერპრეტირება;
• მულტიპერსპექტიული ხედვა დროითი და სივრცული ფაქტორების გათვალისწინებით.
კვლევა
• კვლევითი ამოცანის, კვლევის პროცედურების, მონაცემების მოპოვების გზებისა და აღრიცხვის ფორმების განსაზღვრა; სათანადო რესურსების შერჩევა;
• კვლევის ჩატარება, მონაცემების აღრიცხვა და სხვადასხვა ფორმით წარმოდგენა/ ორგანიზება;
• მონაცემების ანალიზი, არგუმენტირებული მსჯელობის საფუძველზე დასკვნების გამოტანა; კვლევის შედეგების შეფასება;
• კვლევითი სამუშაოების ჩატარების დროს ეთიკისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვა.
სწავლის სწავლა დამოუკიდებ-ლად საქმიანობა
• აქტივობის/დავალების ღირებულების განსაზღვრა – მოსწავლემ უნდა დაინახოს, რას შესძენს აქტივობის შესრულება, რა პიროვნულ თუ სოციალურ სარგებელს მოუტანს მას;
• აქტივობის/დავალების დაგეგმვა – მოთხოვნათა გააზრება და მის შესასრულებლად საჭირო ცოდნის განსაზღვრა; დავალების/აქტივობის მთავარი მიზნის განსაზღვრა; სამუშაოს წარმატებით შესრულების კრიტერიუმების დადგენა; განსახორციელებელი სამუშაოს ეტაპების გამოკვეთა; იმის განჭვრეტა, თუ რა გაუადვილდება, რა გაუძნელდება, რაში დასჭირდება დახმარება; სტრატეგიების მიზანშეწონილად შერჩევა სამუშაოს თითოეული ეტაპისათვის;
• სწავლის პროცესის მონიტორინგი – დაფიქრება სწავლის პროცესზე, იმ პირობების და ფაქტორების ამოცნობა, რომლებიც ხელს უწყობს ან აფერხებს წინსვლას, სათანადო ზომების მიღება წინსვლის ხელშესაწყობად; თვითშეფასება ძლიერი და სუსტი მხარების დასადგენად, სუსტი მხარეების გასაძლიერებლად გზების დასახვა;
•სოციოემოციური მართვა – ნერვიულობის მინიმუმამდე დაყვანა, საჭიროებისამებრ, დახმარების თხოვნა, საკუთარ თავში სიძნელეთა გადალახვის რესურსების პოვნა; შეცდომების მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და წინსვლის წყაროდ გამოყენება;
•ცალკეული საქმიანობისთვის გამოყოფილი დროის ეფექტურად გამოყენება.
პასუხისმგებლობა
• სასკოლო საქმიანობებში (სასკოლო ცხოვრებაში) ნაკისრი ვალდებულების შესრულება;
• სამუშაოს დადგენილ ვადებში დასრულება და ჩაბარება;
• საკუთარი ქცევის მართვა, საკუთარ ქცევებზე, სოციალურ აქტივობებზე პასუხისმგებლობის აღება.
ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენება
• ქსელური ძიება;
• ინფორმაციის გავრცელება;
• ელექტრონული რესურსის მოძიება და გამოყენება სასწავლო პროცესში.
წიგნიერება
ზეპირი და წერითი მეტყველების გზით ინფორმაციის მიღების, დამუშავების, გააზრების, სისტემაში მოყვანის, გაანალიზება – ინტერპრეტირებისა და წარდგენა-გაზიარების უნარი.
ძირითადი მეთოდიკური ორიენტირები
‣ მოსწავლეზე ორიენტირებული მიდგომა
ა) ყველა მოსწავლე არის უნიკალური თავისი ინდივიდუალური ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით, შესაძლებლობებით, ემოციებით, ინტერესებით, პირადი გამოცდილებით, აკადემიური საჭიროებებით და სწავლის სტილით, რაც გათვალისწინებული უნდა იქნეს სწავლა-სწავლების დროს;
ბ) სწავლა უნდა მიმდინარეობდეს პოზიტიურ და მოწესრიგებულ გარემოში, სადაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პოზიტიურ ურთიერთობებსა და ინტერაქციას, სადაც მოსწავლე არის დაფასებული, აღიარებული და მასწავლებელთან ერთად არის პასუხისმგებელი საკუთარ სწავლასა და განვითარებაზე.
‣ სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვა
სწავლა-სწავლების პროცესში თანასწორუფლებიანობის დაცვის მიზნით:
ა) დაუშვებელია მოსწავლეების განაწილება კლასებში აკადემიური მოსწრების მიხედვით განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით – ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებით.
ბ) განვითარების თანაბარი შესაძლებლობის მისაცემად, სკოლა ვალდებულია მოსწავლეები უზრუნველყოს მრავალფეროვანი სასწავლო პროცესით – ინდივიდუალური მიდგომისას სხვადასხვა მეთოდის, სტრატეგიის, პრობლემათა გადაჭრის გზებისა თუ აქტივობათა ტიპების გამოყენებით.
‣ მოსწავლის მოტივაციის გაზრდა
სკოლა ორიენტირებული უნდა იყოს მოსწავლის მოტივაციის გაზრდაზე. მოსწავლე უნდა ხედავდეს დავალების მიზანს, მის საჭიროებას, კავშირს სკოლაში მიმდინარე საქმიანობასა და სკოლის გარეთ მიმდინარე ცხოვრებას შორის.
‣ დისციპლინა
სკოლამ უნდა განუვითაროს მოსწავლეებს საკუთარი მოვალეობების გააზრების და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის უნარ-ჩვევები. ამავე დროს, სკოლამ უნდა უზრუნველყოს მშვიდი და საქმიანი გარემოს შექმნა.
‣ მოსწავლეთა ჩართულობა
მასწავლებელმა უნდა უზრუნველყოს მოსწავლეთა თანაბარი ჩართულობა სასწავლო პროცესში. მოსწავლეები არა მხოლოდ აქტიურად უნდა მონაწილეობდნენ განათლების მიღების პროცესში, ასევე საშუალება უნდა ჰქონდეთ ერთმანეთს დაეხმარონ და მონაწილეობა მიიღონ თანატოლების სწავლა-სწავლების პროცესშიც.
შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო’’
სკოლის ფილოსოფია (მისია, ხედვა და ღირებულებები)
სკოლის მისია
შექმნას სწავლისა და სწავლების საუკეთესო გარემო; მოსწავლეებს ჩამოუყალიბოს თავისუფალ და კრიტიკულ აზროვნებაზე დაფუძნებული ღირებულებები, რათა მათ შეძლონ სხვადასხვა გარემოში ორიენტირება და ადაპტირება, მნიშნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და იმ გამოწვევებისადმი შემოქმედებითი მიდგომა, რომელთაც მათ თანამედროვე, სწრაფად ცვალებადი სამყარო სთავაზობს; მისცეს სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა, თავიანთი სურვილის შესაბამისად, სიღრმისეულად დაეუფლონ მაქსიმალურად ბევრ უცხოურ ენას; იყოს მოსწავლეების ინტერესებზე და მათ შემდგომ წარმატებაზე ორიენტირებული. ინოვაციურ-ეფექტური სასწავლო მეთოდების საშუალებით მოზარდს ჩამოუყალიბოს უწყვეტი განვითარების უნარი, რომლის საშუალებითაც შეძლებს თანამედროვე სამყაროში ინტეგრირებას და მატერიალური, ინტელექტუალური და დემოკრატიული ღირებულებების შექმნას.
შპს „უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო“ გზას უხსნის მის მოსწავლეებს თავისუფალი შემეცნებისაკენ და აძლევს მათ შესაძლებლობას იმისათვის, რომ სწავლა განაგრძონ ქართულ თუ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში.
სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია
მოსწავლეებს შეეძლოთ რაოდენობრივი აზროვნება და საკუთარი აზრის გამართულად გადაცემა ზეპირად და წერილობით; მოსწავლეებს შეეძლოთ მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები; მოსწავლეები აღიარებდნენ სამყაროს და საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყვნენ ტოლერანტულები.
შვიდი წლის შემდეგ, ინგლისური ენის გაძლიერებული სწავლების გზით, ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულთა 80 % შეძლებს იყოს რელიზებული, მოთხოვნადი კადრი შრომის ბაზარზე და თავისი საქმიანობით ქმნიდეს მატერიალურ და ინტელექტუალურ კაპიტალს თანამედროვე სამოქალაქო საზოგადოებაში.
ღირებულებები
თავისი საქმიანობის ფარგლებში სკოლა ეყრდნობა განათლების სფეროში საყოველთაოდ აღიარებულ ისეთ ღირებულებებს, როგორიცაა:
შპს „უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინო“ გზას უხსნის მის მოსწავლეებს თავისუფალი შემეცნებისაკენ და აძლევს მათ შესაძლებლობას იმისათვის, რომ სწავლა განაგრძონ ქართულ თუ უცხოურ უმაღლეს სასწავლებლებში.
სკოლისათვის უმნიშვნელოვანესია:
✓ მოსწავლეებს შეეძლოთ რაოდენობრივი აზროვნება და საკუთარი აზრის გამართულად გადაცემა ზეპირად და წერილობით;
✓ მოსწავლეებს შეეძლოთ მიიღონ ეთიკური გადაწყვეტილებები;
✓ მოსწავლეები აღიარებდნენ სამყაროს და საზოგადოების მრავალფეროვნებას და იყვნენ ტოლერანტულები.
დამტკიცებულია
შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’
დირექტორის 2023 წლის 15 დეკემბრის 3/190 ბრძანებით
შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’
მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის,
სტატუსის შეჩერების/აღდგენისა და შეწყვეტის წესი
თბილისი
მუხლი 1. მოქმედების სფერო
წინამდებარე წესი არეგულირებს შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოში’’ (შემდეგში „სკოლა“) მოსწავლის ჩარიცხვის, საფეხურის დაძლევის, მობილობის, სტატუსის შეჩერების/შეწყვეტისა და აღდგენის წესებსა და პროცედურებს.
მუხლი 2. მოსწავლის ცნება
მოსწავლე არის პირი, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ჩაირიცხა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და სწავლობს დაწყებით, საბაზო ან საშუალო საფეხურზე.
მუხლი 3. მოსწავლის სტატუსის მოპოვება – პირველ კლასში ჩარიცხვა
1. სკოლის პირველ კლასში ბავშვები ჩაირიცხებიან კანონმდებლობით განსაზღვრული ასაკიდან, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.
2. პირველ კლასში მოსწავლის რეგისტრაცია ხორციელდება ელექტრონულად, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა ავტორიზაციის საბჭოს მიერ განსაზღვრული მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, მართვის სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში;
3. მოსწავლის პირველ კლასში ჩასარიცხად აუცილებელია, სკოლის დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ ვადებში მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა სკოლაში წარადგინოს შემდეგი საბუთები:
3.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე;
3.2. ბავშვის ფოტოსურათი (3X4);
3.3. ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი ნოტარიულად დამოწმებული;
3.4. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში ბინადრობის მოწმობის ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
3.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლი;
3.5 ჯანმრთელობის ცნობა ფორმა N100;
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, განცხადებას აგრეთვე უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ განსაზღვრული რეგისტრაციისა და ჩარიცხვის ვადების გასვლის შემდეგ შესაძლებელია განხორციელდეს მოსწავლის პირველ კლასში განსხვავებულ ვადებში ჩარიცხვა შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს – საგანმანათლებლო რესურსცენტრის თანხმობით, ობიექტური გარემოებების არსებობის შემთხვევაში. რესურსცენტრის თანხმობით მოსწავლეთა ზღვრული რაოდენობის ფარგლებში ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემებს და შესაბამის ბრძანებას სკოლა ასახავს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
6. მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს შეიძლება უარი ეთქვას ბავშვის სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ კლასში მოსწავლეთა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.
7. სასწავლო წლის დაწყებამდე, ჩარიცხული მოსწავლეების გათვალისწინებით პირველი კლასების დაკომპლექტება (მოსწავლეების გადანაწილება) ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
8. სკოლაში მოსწავლის რეგისტრაციისას მოსწავლის მშობელთან/კანონიერ წარმომადგენელთან ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
9. სკოლაში მოსწავლის პირველ კლასში ჩარიცხვისას იხსნება პირადი საქმე.
მუხლი 4. სკოლაში (გარდა პირველი კლასისა) მოსწავლის ჩარიცხვა
1. სკოლაში დაწყებითი (გარდა პირველი კლასისა), საბაზო და საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასებში, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების გათვალისწინებით, სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილის შესაბამისად, მოსწავლეთა ჩარიცხვაზე გადაწყვეტილებას იღებს სკოლის დირექტორი და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს – ბრძანებას მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვის თაობაზე. სკოლა უზრუნველყოფს ჩარიცხული მოსწავლის შესახებ მონაცემების და შესაბამისი ბრძანების ასახვას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
2. სკოლაში სრული ზოგადი განათლების დაწყებით, საბაზო/საშუალო საფეხურის ცალკეულ კლასში მოსწავლის ჩასარიცხად წარმოდგენილი უნდა იქნეს:
ა) სრულწლოვანი მოსწავლის განცხადება, ხოლო არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში – მშობლის განცხადება, რომელიც მოიცავს ინფორმაციას: სკოლაში ჩასარიცხი პირის შესახებ, განმცხადებლის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი და ტელეფონის ნომერი, მოთხოვნა, განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხა; განცხადების წარდგენის თარიღი და განმცხადებლის ხელმოწერა.
3. მოსწავლის ჩარიცხვის მიზნით წარმოდგენილ განცხადებას უნდა ერთვოდეს:
ა) არასრულწლოვანი მოსწავლის შემთხვევაში, თუ განმცხადებელი მშობელია, მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) იმ საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა ან საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის მიერ იმ სახის განათლების მიღებას, რომელიც წინ უძღვის ჩასარიცხი კლასის განათლებას. პირი თავისუფლდება აღნიშნული ცნობის/დოკუმენტის წარმოდგენისაგან უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების საფუძველზე, ცალკეულ კლასში ჩარიცხვის შემთხვევაში.
მუხლი 5. მოსწავლის სტატუსის არმქონე პირის სკოლაში ჩარიცხვა და მოსწავლის სტატუსის მოპოვება
1. თუ პირი არ სწავლობდა საქართველოში ან სწავლა შეწყვეტილი ჰქონდა ამორიცხვის საფუძველზე, მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს ან სრულწლოვან პირს უფლება აქვს მიმართოს სკოლას სწავლის გაგრძელების სურვილით.
2. თუ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირს არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია ან მან გარკვეული მიზეზების გამო გამოტოვა კლასი/კლასები, მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე მას უფლება აქვს, ექსტერნატის გარეშე ჩაირიცხოს სკოლაში ასაკის შესაბამის კლასში ან არაუმეტეს 3 კლასით დაბალ კლასში. 18 წელს გადაცილებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირი სკოლაში ირიცხება მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნით განსაზღვრულ დაწყებით ან საბაზო საფეხურზე შესაბამის კლასში.
მუხლი 6. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებით მოსწავლის ჩარიცხვა
1. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების გათვალისწინებით მოსწავლის მისაღებად, მშობელმა პირველ რიგში, სკოლას განცხადებით უნდა მიმართოს მისი შვილის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნის შედგენის მოთხოვნით.
2. მოსწავლის მიერ უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დადგენის მოთხოვნას თან უნდა დაურთოს:
ა) ქართულ ენაზე ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ნიშნების ფურცლის ასლი;
ბ) მოსწავლის დაბადების მოწმობის ასლი ან პასპორტის/დაბადების მოწმობის სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში);
გ) მშობლის პირადობის ან ბინადრობის მოწმობა ან პასპორტის ნათარგმნი და სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
3. მომართვის შემდგომ სკოლა ადგენს უცხოეთში მიღებული განათლების შესაბამისობის დასკვნას სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი რეკომენდაციების შესაბამისად.
4. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებისთვის მშობელმა სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართოს განცხადებით, რომელსაც უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები:
5. უცხოეთში სწავლის პერიოდში მიღებული ზოგადი განათლების აღიარების თაობაზე განცხადების წარდგენის დამადასტურებელი ცნობის საფუძველზე, ცენტრის მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, მშობელი უფლებამოსილია მიმართოს სკოლას, რომელიც გამოსცემს ბრძანებას მოსწავლის შესაბამისი კლასის გაკვეთილზე დასწრების შესახებ და უზრუნველყოფს მოსწავლის სასწავლო პროცესში მონაწილეობას.
6. მოსწავლე ირიცხება სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დოკუმენტში მითითებული კლასის შესაბამისად. განსხვავებული საგნები, რომელშიც შესაბამისობა ვერ დადგინდა, მოსწავლემ უნდა დაძლიოს ექსტერნატის ფორმით ან ინდივიდუალური სასწავლო გეგმით შესაბამისი სასწავლო წლის დასრულებამდე.
7. თუ მოსწავლეს აღიარება ვერ დაუდგინდა, იგი ირიცხება ასაკის შესაბამის ან მშობლის მოთხოვნის შემთხვევაში ერთი კლასით დაბალ კლასში.
8. ჩარიცხვის ბრძანების საფუძველზე სკოლა მოსწავლეს ამატებს eschool.emis.ge-ს ბაზაში.
მუხლი 7. მობილობის უფლება
მუხლი 8. მობილობა
1. მოსწავლეების მობილობა შესაძლებელია განხორციელდეს სკოლაში არსებული თავისუფალი ადგილების ფარგლებში.
2. მობილობა დაუშვებელია პირველი სექტემბრიდან 01 ოქტომბრამდე, მე-12 კლასის მე-2 სემესტრის მიმდინარეობისას და სასწავლო წლის დასრულებამდე 30 კალენდარული დღის განმავლობაში.
3. ობიექტური მიზეზების არსებობის შემთხვევაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანო უფლებამოსილია ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პერიოდში მიიღოს გადაწყვეტილება მოსწავლის მობილობის თაობაზე.
4. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, მობილობის მსურველის ჩარიცხვამდე, გასაუბრების ან გამოცდის საფუძველზე, დაადგინოს მობილობის მსურველის ცოდნისა და უნარების ცალკეული კლასის/კლასების ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონესთან თავსებადობა, ცალკეულ საგანში/საგნებში მოსწავლესთან ინდივიდუალური მუშაობის საჭიროების განსაზღვრის მიზნით.
5. მობილობის პროცესის დასრულების შემდეგ სკოლა ანაწილებს მოსწავლეს შესაბამის პარალელში და არსებობის შემთხვევაში, განაყოფში.
მუხლი 9. მობილობის დროს წარმოსადგენი დოკუმენტაცია
1. მოსწავლის მობილობის დროს წარმოსადგენია შემდეგი დოკუმენტაცია:
1.1. განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე, რომელიც უნდა შეიცავდეს განმცხადებლის საცხოვრებელ ადგილს და ტელეფონის ნომერს;
1.2. მოსწავლის პირადი საქმე/წინა კლასის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი;
1.3. ინფორმაცია საგნების მიხედვით მიმდინარე შეფასებისა და გაცდენილი საათების შესახებ (სასწავლო წლის განმავლობაში მობილობის დროს);
1.4. მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
1.5. მშობლების პირადობის მოწმობების ასლები;
1.6. მოსწავლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.7. მშობლის ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
1.8. სსსმ მოსწავლის მობილობით ჩარიცხვის შემთხვევაში, აუცილებელია შესაბამისი მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა, ინდივიდუალური სასწავლო გეგმა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა.
2. ამ მუხლით განსაზღვრული დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე.
3. მოსწავლეს შეიძლება უარი ეთქვას სკოლაში ჩარიცხვაზე, თუ შემოსულ განცხადებათა რაოდენობა აჭარბებს სასკოლო სასწავლო გეგმით განსაზღვრულ კლასში მოსწავლეთა მაქსიმალურ რაოდენობას.
4. სკოლაში მოსწავლის ჩარიცხვისას მოსწავლის მშობელთან (კანონიერ წარმომადგენელთან) ფორმდება ხელშეკრულება, რომელშიც ასახულია სკოლისა და მშობლის ურთიერთვალდებულებები და პასუხისმგებლობები.
მუხლი 10. მოსწავლის სტატუსის შეჩერება
1. სკოლა ვალდებულია დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეს შეუჩეროს მოსწავლის სტატუსი იმ შემთხვევაში, თუ:
ა) მოსწავლე 45 სასწავლო დღის განმავლობაში ზედიზედ არ ცხადდება სკოლაში/არ მონაწილეობს დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში და არ იღებს შეფასებას;
ბ) მოსწავლე მიემგზავრება/გაემგზავრა საზღვარგარეთ და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი წერილობით მიმართავს სკოლას;
გ) სკოლაში 12 წლის სწავლის შემდეგ მოსწავლემ ვერ დაძლია ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილი მიღწევის დონე და სტანდარტული ვაუჩერის შესაბამის თანხას არ შეიტანს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების შესაბამის სახაზინო ანგარიშზე;
დ) არასრულწლოვანი მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი/სრულწლოვანი მოსწავლე სკოლას მიმართავს სტატუსის შეჩერების შესახებ განცხადებით. არასრულწლოვანი მოსწავლის სტატუსის შეჩერების გადაწყვეტილების მიღებამდე სკოლა ვალდებულია მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალურ მუშაკთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) რეფერირების გზით, დაადგინოს მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის მიზეზები. ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი ვალდებულია, თავის მხრივ, მოიკვლიოს და საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს რეფერირება შესაბამის ორგანოში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით მოსწავლისთვის სტატუსის შეჩერებამდე, კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გარდა, სკოლა ვალდებულია განახორციელოს პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, ზედიზედ მე-10 და მე-20 სასწავლო დღის გაცდენის შემთხვევაში, კლასის დამრიგებელმა მოამზადოს წერილობითი ანგარიში მოსწავლის მიერ სასწავლო პროცესის გაცდენის მიზეზების დასადგენად და მის სასწავლო პროცესში ჩასართავად გატარებული ღონისძიებებისა და მიღწეული შედეგის შესახებ, რომელსაც სკოლა მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენს რესურსცენტრს, ხოლო ზედიზედ გაცდენილი 20 სასწავლო დღის შემდეგ, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მართვის მიზნით, კლასის დამრიგებელთან ერთად ჩართოს ზოგადსაგანმანათლებლო სისტემის სოციალური მუშაკი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც, მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩაურთველობის შემთხვევის მასთან რეფერირებიდან არაუგვიანეს 2 სამუშაო დღის განმავლობაში, ახორციელებს ვიზიტს ოჯახში დამრიგებლის მიერ მოსწავლის სასწავლო პროცესში ჩართვის მიზნით დასახული ღონისძიებების გაუტარებლობის მიზეზების დასადგენად და/ან მიღწეული შედეგების მდგრადობის შესაფასებლად.
3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჩერდება მოსწავლის სტატუსი და თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/მონაწილეობის მიუღებლობა დისტანციური სწავლების სრულად ელექტრონული მოდელის გამოყენებით ჩატარებულ გაკვეთილებში, გახდა მიზეზი არასრულწლოვანის სწავლის უფლების შეზღუდვისა, სკოლა მოქმედებს არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.
4. მოსწავლეს ავტომატურად უჩერდება სტატუსი, თუ სკოლას უარი ეთქვა ავტორიზაციაზე, გაუუქმდა ავტორიზაცია ან გავიდა ავტორიზაციის ვადა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე და მოსწავლის მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი ათი სამუშაო დღის ვადაში არ მიმართავს სხვა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას მობილობის მოთხოვნით.
მუხლი 11. მოსწავლის შეჩერებული სტატუსის აღდგენა
1. მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა უნდა მიმართოს სკოლას, რომელმაც შეუჩერა მოსწავლეს სტატუსი ან მის უფლებამონაცვლეს.
2. იმ შემთხვევაში, თუ სკოლამ შეწყვიტა საგანმანათლებლო საქმიანობა და არ ჰყავს უფლებამონაცვლე, მოსწავლის მშობელმა/კანონიერმა წარმომადგენელმა, რომელსაც სურს მოსწავლის სტატუსის აღდგენა, უნდა მიმართოს იმ სკოლას, სადაც სურს სწავლის გაგრძელება.
3. მოსწავლეს აღუდგება მოსწავლის სტატუსი იმავე კლასში, სადაც შეუჩერდა სტატუსი.
4. იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება მოსწავლის მიერ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მომდევნო კლასის/კლასების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის ფაქტი, მას სტატუსი აღუდგება შესაბამის კლასში.
5. მოსწავლის სტატუსის აღდგენა ხდება სკოლის დირექტორის ბრძანებით.
6. მოსწავლის სტატუსის აღდგენის შესახებ ინფორმაცია სკოლამ უნდა ასახოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო სისტემაში, დირექტორის ბრძანების გამოცემიდან ორი სამუშაო დღის ვადაში.
მუხლი 12. სტატუსის შეწყვეტა დავალიანების გამო
მუხლი 13. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა
1. მოსწავლეს კლასი დაძლეულად ჩაეთვლება, თუ თითოეული საგნის წლიური ქულა არის 5.0 ან მეტი და არადიფერენცირებული შეფასების შემთხვევაში მოსწავლეს მიღებული აქვს “ჩათვლა“.
2. მოსწავლის კლასიდან კლასში გადაყვანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანებით, დირექტორის მოადგილის სამსახურეობრივი ბარათის საფუძველზე.
3. კლასიდან კლასში გადასვლის შესახებ ინფორმაცია დადგენილი წესით აისახება მოსწავლის პირად საქმეში. დაძლეული კლასის განმეორებით გავლა დაუშვებელია.
მუხლი 14. საფეხურის დაძლევა
1. საფეხურის ქულა გამოითვლება საგნების საფეხურის ქულების საშუალო არითმეტიკულის საფუძველზე; საფეხურის ქულა მრგვალდება მეათედის სიზუსტით.
2. დაწყებითი საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა არის 5.0 ან მეტი რაც აძლევს მას საბაზო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
3. საბაზო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს მას საბაზო განათლების ატესტატის აღების ან/და საშუალო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას.
4. საშუალო საფეხური დაძლეულად ჩაითვლება, თუ მოსწავლის საფეხურის ქულა არის 5.0 ან მეტი, რაც აძლევს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – ატესტატის აღების უფლებას.
მუხლი 15. მოსწავლის ამორიცხვა
მუხლი 16. დასკვნითი დებულებები
დამტკიცებულია
შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’
დირექტორის 2023 წლის 07 დეკემბრის 3/188 ბრძანებით
შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’
მოსწავლეთა ადაპტაციის წესი
თბილისი
2023
მუხლი 1. ზოგადი ინფორმაცია
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
2.1 წინამდებარე დოკუმენტში გამოყენებული ტერმინები განიმარტება სკოლის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე.
2.2 ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ადაპტაცია – მოსწავლის უნარი, შეეგუოს სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. დაამყაროს წარმატებული კომუნიკაცია სასკოლო საზოგადოებასთან და ქონდეს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
ბ) დეზადაპტაცია – მდგომაროება, როდესაც მოსწავლე ვერ ეგუება სასწავლო პროცესსა და სასკოლო ცხოვრებას. ვერ ამყარებს წარმატებულ კომუნიკაციას სასკოლო საზოგადოებასთან და არ აქვს შესაძლებლობა, ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში;
მუხლი 3. მოსწავლის სასკოლო ცხოვრებაში ადაპტაციის პრინციპები და მნიშვნელოვანი ფაქტორები
ა) მოსწავლის ინდივიდუალური თავისებურებები, მისი ხასიათი და ტემპერამენტი;
ბ) უფროსი და–ძმის გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში;
გ) სასკოლო მზაობა – მოსწავლეს მინიმალურად მაინც უნდა ჰქონდეს გამომუშავებული დისციპლინის დაცვის უნარი. უნდა შეეძლოს გარკვეული დროის განმავლობაში კონკრეტული აქტივობების შესრულება, როგორიცაა ხატვა, ძერწვა, გაფერადება და. ა.შ. ასევე, მნიშვნელოვანია, რამდენად შეუძლია წესების დამორჩილება და სოციალური ადაპტაცია. შესაძლოა, მოსწავლე გონებრივად კარგად განვითარებულია, მაგრამ ემოციურად და ფსიქიკურად მზად არაა სკოლისთვის. ამასთან, სხვა და სხვა მიზეზის გამო პირველკლასელები ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან სკოლისათვის მზაობის დონით. არა მხოლოდ ინტელექტუალური, არამედ ფიზიკური, პიროვნული და სოციალური მზაობის დონითაც. მოსწავლის წარმატებულ ადაპტაციაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასწავლებლის პოზიტიური დამოკიდებულება და პროფესიული უნარები (ეს შესაძლებელია განხორციელდეს თამაშით, მოსწავლისათვის საინტერესო განმავითარებელი აქტივობების გამოყენებით) წახალისებით, დაამყარონ კომუნიკაცია თანაკლასელებთან, იმუშაონ ჯგუფურად და ა.შ.
დ) სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების გამოცდილება, ასეთის არსებობის შემთხვევაში: მნიშვნელოვანია, დადიოდა თუ არა მოსწავლე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში. თუ არ დადიოდა, შეიძლება შედარებით გაუჭირდეს შეგუება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოსწავლე ცნობისმოყვარეა და ბუნებრივად აინტერესებს სიახლის გაცნობა, მნიშვნელოვანია, როგორ მიაწოდებს მოსწავლეს ამ სიახლეს მშობელი და მასწავლებელი;
ე) თვითმომსახურების უნარ–ჩვევების განვითარება: ხშირად მასწავლებლისათვის სასწავლო პროცესის ხელისშემშლელ ფაქტორად იქცევა არა მხოლოდ ის, რომ მოსწავლეებს ასაკის შესაბამისად არ აქვთ განვითარებული ყურადღება, მეხსიერება, აზროვნება და სხვა ფსიქიკური პროცესები, არამედ ისიც, რომ მათ უმრავლესობას არ გააჩნია თვითმომსახურების ჩვევები – არ შეუძლია დამოუკიდებლად სასწავლო ნივთების ამოლაგება, ჩალაგება, დამოუკიდებლად ტანსაცმლის ჩაცმა, კვება და ა.შ. პირველკლასელი მოსწავლეების საკმაოდ დიდ ნაწილს ასევე უჭირს ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედება, რაც საგაკვეთილო პროცესის წარმატებით განხორციელების შემაფერხებელ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება იქცეს. მაგალითად, მასწავლებლის მარტივი ინსტრუქცია: ამოიღეთ ჩანთიდან რვეული, წიგნი და ა.შ. – მოსწავლემ შესაძლოა ვერ შეასრულოს;
ვ) სასწავლო დატვირთვის ინტენსივობა და თანამედროვე საგანმანათლებლო პროგრამების სირთულე – ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ვერ ახერხებს სასწავლო პროგრამის წარმატებით დაძლევას. განსაკუთრებით კი სწავლების საწყის ეტაპზე. აღნიშნულმა არ უნდა დააზიანოს მოსწავლის თვითშეფასება და არ უნდა უბიძგოს მას ისეთი ქმედებებისკენ, რომელიც ხელს შეუშლის მისი აკადემიური ჩვევების ჩამოყალიბებას;
ზ) იმ მოსწავლეებთან, რომლებსაც გააჩნიათ ენობრივი ბარიერი, აუცილებელია, მასწავლებელმა მიმართოს განსაკუთრებულ ღონისძიებებს მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში ჩასართავად. ამ დროს, განსაკუთრებით დიდია კლასის დამრიგებლის როლი. დამრიგებელმა უნდა სცადოს, რომ თუნდაც თანამედროვე თარგმნის საშუალებების გამოყენებით, დაამყაროს მარტივი კომუნიკაცია მოსწავლესთან და წაახალისოს სხვა თანაკლასელებიც, ჩართონ იგი საერთო აქტივობებში, როგორიცაა ჯგუფური დავალებები, სხვადასხვა სახის თამაშობები და ა.შ.
თ) სკოლაში მობილობის წესით ახალი მოსწავლის გადმოსვლისას, ასევე, უმნიშვნელოვანესია კლასის დამრიგებლის როლი. იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლე ვერ ახერხებს წარმატებით ადაპტაციას, სწორედ კლასის დამრიგებელმა უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და წაახალისოს მოსწავლეები, დაამყარონ კომუნიკაცია კლასის ახალ წევრთან. ამ დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს ჯგუფურ დავალებებს, თამაშებს და სხვა ისეთ აქტივობებს, სადაც წარმატების მისაღწევად აუცილებელია კოორდინირებული ქმედებები და ჯგუფის წევრებს შორის კომუნიკაცია.
ი) მშობლის ფაქტორი – მოსწავლის სკოლაში ადპტაციისათვის უმნიშვნელოვანესია მშობლის ჩართულობა. უმეტესად, მოსწავლის დეზადაპტაციის ნიშნები სახლში უფრო შესამჩნევია, ვიდრე სკოლაში. ამდენად, მოსწავლის მშობელი მყისიერად უნდა იქნას ინფორმირებული მოსწავლის ადაპტაციისა თუ დეზადაპტაციის ტემპების შესახებ, რათა დროულად იქნას დეზადაპტაციის ნიშნები გამოვლენილი და მოსწავლეს გაეწიოს შესაბამისი დახმარება;
კ) ფსიქოლოგის როლი – იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს გამოუვლინდება დეზადაპტაციის ნიშნები, სასურველია მოსწავლის ფსიქოლოგთან გასაუბრება.
მუხლი 4. დეზადაპტაციის ნიშნები
4.1 დეზადაპტაციის ნიშნებია:
ა) მოსწავლის სწრაფად და ხშირად გადაღლა;
ბ) მოსწავლის აშკარად გამოხატული სურვილი, არ წავიდეს სკოლაში;
გ) მოსწავლე შესაძლოა ხშირად უჩიოდეს თავის ტკივილსა და უმადობას;
დ) მოსწავლეს უჭირს საღამოს ჩაძინება და დილით გაღვიძება;
ე) მოსწავლეს არ ჰყავს მეგობრები;
ვ) მოსწავლე ხშირად გამოხატავს უკმაყოფილებას მასწავლებლების მოთხოვნების მიმართ;
ზ) მოსწავლე თავს არიდებს თანაკლასელებთან კონტაქტს;
თ) მოსწავლეს უჭირს სასკოლო მოთხოვნების შესრულება, ვერ იცავს სასკოლო წესებს.
მუხლი 5. დეზადაპტაციის პროცესისას განსახორციელებელი ღონისძიებები
მუხლი 6. წარმატებული ადაპტაციის ნიშნები
ა) მხიარული, მშვიდი და ხალისიანია;
ბ) სწრაფად პოულობს მეგობრებს თანაკლასელებს შორის;
გ) სიამოვნებს მასწავლებლებსა და თანაკლასელებზე საუბარი;
დ) დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
ე) სიამოვნებს სკოლაში წასვლა და სკოლისათვის მზადების პროცესი;
ვ) მოსწონს სასკოლო ცხოვრების წესი;
ზ) დაუძაბავად ასრულებს მასწავლებლის მითითებებს და ადეკვატურად რეაგირებს შენიშვნებზე;
თ) არ აქვს სკოლასთან, მასწავლებლებსა და თანაკლასელებთან დაკავშირებული შიშები.
მუხლი 7. რეკომენდაციები მოსწავლის წარმატებული ადაპტაციისას
მუხლი 8. წინამდებარე დოკუმენტის გაცნობა
8.1 სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა ადაპტაციის წესის გაცნობას სკოლაში დასაქმებული პირებისა და მოსწავლეებისთვის.
8.2 სკოლა, საჭიროების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს განუმარტავს მოსწავლეთა ადაპტაციის პრინციპებს.
მუხლი 9. დასკვნითი დებულებები
9.1 წინამდებარე დოკუმენტი შემუშავებული და დამტკიცებულია სკოლის დირექტორის ბრძანებით.
9.2 დოკუმენტში ცვლილებებისა ან/და დამატებების შეტანა ხორციელდება სკოლის დირექტორის ბრძანების საფუძველზე.
დამტკიცებულია
შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’
დირექტორის 2023 წლის 13 დეკემბრის 3/188 ბრძანებით
შპს ,,უცხო ენების უმაღლესი სკოლა ნინოს’’
განცხადებისა და საჩივრის განხილვის წესი
თბილისი
2023
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. მოქმედების სფერო და მიზანი
მუხლი 2. სკოლაში საჩივრის/განცხადების განხილვის პრინციპები
მუხლი 3. განცხადების/საჩივრის წარდგენის წესი
3.5. სკოლა ვალდებულია კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრაციაში გაატაროს განცხადება/საჩივარი მიღების დღესვე და დასვას მასზე რეგისტრაციის თარიღი და ნომერი.
3.6. ელექტრონული ფოსტის საშუალებით წარმოდგენილ გაცხადებას/საჩივარს უნდა დაერთოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობის/პასპორტის ასლი.
მუხლი 4. ხარვეზის დადგენა
4.1. სკოლა 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების/საჩივრის შესაბამისობას წინამდებარე წესის მე-3 მუხლის 3.4. პუნქტით დადგენილი მოთხოვნებთან.
4.2 თუ განმცხადებელი/საჩივრის ავტორი სკოლას არ წარუდგენს წინამდებარე წესის მე-3 მუხლის 3.4. პუნქტით დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, რაც აუცილებელია საქმის გადაწყვეტისათვის, სკოლა განმცხადებელს/საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს 5 დღიან ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია. სკოლა უფლებამოსილია განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არა უმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა.
4.3. ხარვეზის დადგენის დროს წინამდებარე წესით განსაზღვრული ვადის დინება ჩერდება.
4.4. თუ დადგენილ ვადაში განმცხადებელი/საჩივრის ავტორი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს ან ინფორმაციას, სკოლა უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
მუხლი 5. აცილება
5.1. განცხადების/საჩივრის განხილვისას წარმოებაში არ შეიძლება მონაწილეობდეს ის პირი, რომელიც:
ა) თვითონ არის დაინტერესებული მხარე საქმეში;
ბ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის ან მისი წარმომადგენლის ოჯახის წევრია/ნათესავია;
გ) საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარის წარმომადგენელია;
დ) შრომით ურთიერთობაშია საქმეში მონაწილე დაინტერესებულ მხარესთან;
ე) თვითონ ან მისი ოჯახის წევრი ფლობს აქციებს/წილებს იმ კომპანიაში, რომელიც წარმოადგენს დაინტერესებულ მხარეს;
5.2. ნათესავად ჩაითვლება:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და–ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და–ძმა;
დ) და–ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
5.3. გადაწყვეტილების მიმღები პირი ვალდებულია განაცხადოს თვითაცილება 5.1 და 5.2 პუნქტში აღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში.
5.4. წარმოებაში მონაწილე დაინტერესებული მხარე ვალდებულია აცილების შესახებ განცხადება წარადგინოს წარმოების დაწყებიდან ან იმ მომენტიდან 2 დღის განმავლობაში, როდესაც მისთვის ცნობილი გახდა ფაქტი ან გარემოება, რომელიც იძლევა აცილების საფუძველს. აცილების შესახებ განცხადება დასაბუთებული უნდა იყოს.
5.5. აცილების შესახებ განცხადებას იხილავს და აცილების ან თვითაცილების საკითხს წყვეტს იმ პირის ხელმძღვანელი პირი, რომლის მიმართაც განცხადებულია აცილება. კომისიის შემადგენლობაში შემავალი პირის აცილების საკითხს წყვეტს შესაბამისი კომისია ამ პირის მონაწილეობის გარეშე.
5.6. დაუშვებელია საკითხის გადაწყვეტაში მონაწილეობა მიიღოს პირმა, რომელიც მონაწილეობდა გასაჩივრებული აქტის მომზადებაში ან გამოცემაში.
მუხლი 6. განცხადების განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები
მუხლი 7. საჩივრის განხილვის ზოგადი წესი და მისი ვადები
მუხლი 8. საჩივრის მიღებაზე ან განხილვაზე უარის თქმა
ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;
ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;
გ) არსებობს ამ ორგანოს/კომისიის გადაწყვეტილება იმავე საკითხზე;
დ) საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;
ე) გასულია საჩივრის წარდგენის დადგენილი ვადა.
მუხლი 9. საჩივრის განხილვაში დაინტერესებული მხარისა და გასაჩივრებული აქტის გამომცემი ორგანოს/პირის მონაწილეობა
მუხლი 10. საჩივრთან დაკავშირებით გადაწყვეტილება
ა) საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
მუხლი 11. განცხადებაზე/საჩივარზე უარის თქმა.
განმცხადებელს/საჩივრის ავტორს უფლება აქვს, უარი განაცხადოს საკუთარ მოთხოვნებზე უფლებამოსილი პირის/სტრუქტურული ერთეულის/შესაბამისი კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე. უარი განცხადებაზე/საჩივარზე წერილობით უნდა გაფორმდეს. აღნიშნულ შემთხვევაში უფლებამოსილ პირს/ორგანოს/შესაბამის კომისიას გამოაქვს გადაწყვეტილება წარმოების შეწყვეტის შესახებ.
მუხლი 12. პირადი მონაცემების დაცვა
12.1. განცხადების/საჩივრის განხილვისას სკოლა ითვალისწინებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონს.
12. 2.განმცხადებლის/საჩივრის ავტორის მიერ მითითებული პერსონალური ინფორმაცია (განმცხადებლის/საჩივრის ვინაობა და განცხადების/საჩივრის დეტალები, რომლის საფუძველზეც განმცხადებლის/საჩივრის ავტორის იდენტიფიცირება იქნება შესაძლებელი) განმცხადებლის/საჩივრის ავტორის თანხმობის გარეშე არ იქნება გამჟღავნებული.
თავი II. ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის შედეგების გასაჩივრება – სპეციალური წესი
მუხლი 13. ვაკანსიის შესავსებად გამოცხადებული კონკურსის შედეგების გასაჩივრების წესი
ა) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილების შესახებ;
ბ) საპრეტენზიო განაცხადის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე;
გ) საპრეტენზიო განაცხადის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.
თავი III. საჩივრის განხილვა უფლების დარღვევის შემთხვევაში
მუხლი 14. თანამშრომლთა, მშობელთა/კანონიერ წარმომადგენელთა და მოსწავლეთა საჩივრის განხილვის წესი უფლების დარღვევის შემთხვევაში
თავი IV. დასკვნითი დებულებები
მუხლი 15. წესის გაცნობა სასკოლო საზოგადოებისათვის
მუხლი 16. წესის დამტკიცება და მასში ცვლილებების შეტანა
გვინდა გაგიზიაროთ სიახლე ,,უცხო ენების უმაღლეს სკოლა ნინოს’’ გუნდს შემოუერთდა ინგლისური ენის პედაგოგი სამხრეთ აფრიკიდან, ბატონი სტენლი ქონვეი.
მას მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აქვს მიღებული გამოცდილება ინგლისურ ენაზე სწავლების მათემატიკასა და სხვადასხვა STEM საგნების მიმართულებით.
იგი არის ინგლისურენოვანი კოდირებისა და პროგრამების ინსტრუქტორი.
სტუდენტებთან მუშაობდა IELTS და TOEFL პროგრამებზე.
მას არამარტო მოსწავლეებთან და სტუდენტებთან, არამედ მასწავლებლებთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ბატონი სტენლი საგაკვეთილო პროცესში აქტიურად იღებს მონაწილეობას და ასევე დღის მეორე ნახევარში, 14:00 დან სკოლის სივრცეში კოდირების პროგრამის სასწავლო კურსებს გაუძღვება.
საქონტაქტო ინფორმაცია
CONWAY STANLEY
მობ: 511 27 41 39 WhatsApp: 511 27 41 39
Email: conwaystanley33@gmail.com
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულებს: