მასწავლებლები

საგნები – ფილტრი

საგნობრივი კათედრის მუშაობის პრინციპები

სკოლაში ფუნქციონირებს ოთხი საგნობრივი კათედრა: 

  • ქართული ენისა და ლიტერატურის და საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული ენისა და ლიტერატურის, მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების და მოქალაქეობის, რელიგიის ისტორიის და არჩევითი საგნების მასწავლებლები (მეწარმეობის საფუძვლები და გეოგრაფიული კვლევა);

  • მათემატიკის, ისტ-ისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან მათემატიკის, ისტ-ის, კომპიუტერული ტექნოლოგიების, ბუნებისმეტყველების, ბიოლოგიის, ქიმიის, ფიზიკის და არჩევითი საგნის – ქიმიური ტექნოლოგიების მასწავლებლები;

  • უცხოური ენების კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ყველა უცხო ენის მასწავლებლები;

  • დაწყებითი კლასების, სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა, რომლის შემადგენლობაშიც შედიან დაწყებითი კლასების, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების, მუსიკის, სპორტის, ფიზიკური აღზრდისა და სპორტის, ჭადრაკის, ქართული ცეკვის და ცურვის მე და საზოგადოების, ჩვენი საქართველოს, ისტორიის, საგზაო ნიშნები და მოძრაობის უსაფრთხოების, გეოგრაფიის, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების და მოქალაქეობისმასწავლებლები.

კათედრების ფუნქციებია:

  • საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინირების განხორციელება;
  • რეკომენდაციების შემუშავება სწავლა-სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიებისა და მიდგომების დანერგვასთან დაკავშირებით;
  • კათედრის წევრთა შორის გამოცდილების გაზიარება, წარმატებების წინაპირობათა განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
  • საგაკვეთილო პროცესისთვის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისა და სასკოლო ბიბლიოთეკისთვის საგანმანათლებლო რესურსების შერჩევა და პედაგოგიური საბჭოსთვის წარდგენა;
  • სხვა საგნებთან კოორდინირებული მუშაობა (მაგ., ისტორიასა და ქართულ ენასა და ლიტერატურაში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვ.);
  • მასწავლებლის პროფესიული განვითარებისთვის ზრუნვა;
  • თითოეული მასწავლებლის მიერ კლასების მიხედვით ჩატარებული შემაჯამებელი დავალებების ანალიზის დროს წარმოშობილი პრობლემის განხილვა/გადაჭრა;

კათედრა იკრიბება სემესტრში მინიმუმ ორჯერ (მათ შორის, პირველი სემესტრის დაწყებამდე და ყოველი სემესტრის დასრულებისას საგნის სწავლების შეჯამების და ანალიზის მიზნით). კათედრა აუცილებლად იკრიბება სასწავლო წლის დაწყებამდე.

სკოლას შემუშავებული აქვს კათედრის დებულება, რომელიც განსაზღვრავს კათედრის მიზნებსა და ამოცანებს, ფუნქციებს, თავმჯდომარის არჩევის წესს, კათედრის წევრების და თავმჯდომარის უფლებებისა და მოვალეობების შესახებ ინფორმაციებს  და სხვა.